ლექსმანი: "კობახიძე და "ქართული ოცნება" აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს"
16/10/2024 10:24:32 პოლიტიკა
"კობახიძე და "ქართული ოცნება" აღარც კი მალავენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს: საქართველოს დემოკრატიის დანგრევას და რუსეთის სატელიტად გადაქცევას", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "გასამართლების" შესახებ.


