„არჩევნებთან დაკავშირებული წინაპირობების“ გამო პრემიერის განკარგულებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
16/10/2024 11:02:32 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომელიც 10 ოქტომბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა "არჩევნებთან დაკავშირებულმა წინაპირობებმა" გამოიწვია.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა,“- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, თუმა რა "წინაპირობებზეა" საუბარი განმარტებული არ არის.


