როთი: "კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია"
16/10/2024 11:08:42 პოლიტიკა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად იბრძვიან“, - ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "გასამართლების" შესახებ.


