Accentnews.ge
NATO-ში აშშ-ის ელჩი – საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ კამპანიაზე: "ეს კლასიკური თამაშია რუსების მხრიდან"

NATO-ში აშშ-ის ელჩი – საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ კამპანიაზე: "ეს კლასიკური თამაშია რუსების მხრიდან"

16/10/2024 16:06:55 პოლიტიკა

NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლურ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეს კლასიკური თამაშია რუსების მხრიდან".

„ისინი [რუსები] იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენი საზოგადოებების შიგნიდან დასაყოფად, რათა დაარღვიონ ერთიანობა, რომელიც არსებობს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უზარმაზარ ქსელში მთელს მსოფლიოში და ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ქართველ ხალხთან, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა დავეხმაროთ მათ, გაუმკლავდნენ ამ დეზინფორმაციულ გამოწვევას. ჩვენ, შეერთებული შტატები ისევე, როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა, ძალიან პირდაპირები ვიყავით საქართველოში ჩვენს მეგობრებთან საუბრისას, რომ ჩვენ გვაშფოთებს დემოკრატიასთან დაკავშირებული ვითარება მათ ქვეყანაში და რომ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ ქართული საზოგადოების სურვილი, მოხდეს ინტეგრირება დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი ან NATO, ხმამაღლა და გასაგებად ისმის და რომ მათ [ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოში] შეინარჩუნონ ერთგულება ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი", – აცხადებს, ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, NATO-ში აშშ-ის ელჩი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S