Accentnews.ge
"კავკასიის რუსული თემის" ტელეგრამ-არხი საქართველოში "რუსი ხალხის მტრების ჟლეტით" იმუქრება

"კავკასიის რუსული თემის" ტელეგრამ-არხი საქართველოში "რუსი ხალხის მტრების ჟლეტით" იმუქრება

17/10/2024 07:34:18 პოლიტიკა

"კავკასიის რუსული თემის" თბილისის ფილიალი საქართველოში "რუსი ხალხის მტრების ჟლეტით" იმუქრება. ამის შესახებ ახლახანს გახსნილი ფილიალის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 7 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

თავად ფილიალის მთავარ ამოცანად, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, თემს "საქართველოში ოპოზიციურად განწყობილ რუსეთის მოქალაქეებთან ბრძოლა" მიაჩნია.

"რუსები და ქართველები ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ერთმორწმუნე ძმები, რომლებიც ერთად ებრძოდნენ მტრებს სპარსეთისა და თურქეთის სახით. სადღეისოდ საქართველო ქცეულია სახლად რუსეთის უამრავი მკვიდრისათვის. თუმცა მათ შორის არიან არა მარტო ნამდვილი რუსი პატრიოტები, რომლებსაც არ დაჰვიწყებიათ საკუთარი სამშობლო და კულტურა, არამედ ყოველი ჩვენგანისთვის საძულველი პროდასავლელი ნავალნისტებიც. სწორედ მათთან საბრძოლველად ფორმდება რუსული თემი ქალაქ ტიფლისში! ამასწინათ გახსნილი "კავკასიის რუსული თემის" წარმომადგენელი ჩვენი ძვირფასი თანამებრძოლების მხარდაჭერით ჩვენ ჩვენს ერთგულ ქართველ ძმებთან ერთად დავკავდებით რუსი ხალხის მტრების ჟლეტით ახლა უკვე უცხოეთშიც!" - ნათქვამია ტელეგრამ-არხის განცხადებაში.

იქვეა მოყვანილი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტული ნარატივები "რუსი და ქართველი ხალხების ერთმორწმუნეობის, ერთიანი ტრადიციული ფასეულობების, ძმობისა და მეგობრობის" შესახებ:

"უკვე დღეს ტრადიციული ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულების წყალობით ვსარგებლობთ უამრავი იმ ქართველის მხარდაჭერით, რომლებმაც თავისი საბრძოლო სულითა და უდრეკობით უკვე გაუწიეს მედგარი წინააღმდეგობა და დაიცვეს თავისი სამშობლო დასავლეთის გავლენის წნეხისაგან. საქართველო იყო, არის და იქნება რუსეთის მეგობარი, ისევე, როგორც ყველა დიადი მებრძოლი ხალხი იქნება ძმა იმ რუსებისთვის, რომლებსაც საკუთარი ფესვები ახსოვთ!".

ამასთან, პუბლიკაციაში მზაკვრულად არის შემოტანილი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის - აფხაზეთის თემა, აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდაში "იჩქერიელები და კავკასიის სხვა ხალხები" არიან დადანაშაულებულები, ამ კონფლიქტში რუსეთის როლი კი სრულადაა ნიველირებული. "იჩქერიელებსვე" ბრალდებათ "რუსების გენოციდი" ჩეჩნეთში - მაშინ, როცა რეალურად, ყველაფერი პირიქით იყო და სწორედ რუსებმა განახორციელეს ჩეჩნების ეთნოწმენდა:

"დღესაც კი რუსეთსა და საქართველოს აკავშირებთ ისტორიული ტრადიციების მსგავსება: ქართველებისთვის ომი აფხაზეთში, სადაც სეპარატისტები იჩქერიელებისა და სხვა კავკასიელი ხალხების მხარდაჭერით ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ, უდიდეს ტკივილად იქცა, რუსეთისთვის კი ანალოგიურ ტკივილს წარმოადგენს რუსების გენოციდი ჩეჩნეთშიო".

ტელეგრამ-არხს ჩამოთვლილი აქვს ქალაქები, სადაც რუსული თემი უკვე მოქმედებს. მათ შორისაა გროზნო, მახაჩყალა, ნალჩიკი, ჩერკესსკი, ვლადიკავკაზი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ახლა კი - უკვე თბილისიც, რომელიც "კავკასიის რუსულ ქალაქებსაა" მიკუთვნებული:

დასასრულს ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას - "ქართული ოცნების" გუნდს მადლობას უხდის "მის ტერიტორიაზე ოფიციალურად მოქმედების შესაძლებლობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S