კობახიძე: "ლიბერალური ფაშიზმი კოორდინირებულია გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“
18/10/2024 11:15:38 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორი თვის წინ მოუსმინა სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს 10-წუთიან ვიდეო მიმართვას, მას შემდეგ, რაც თავდასხმის შემდეგ ის კლინიკიდან გამოვიდა.
„ეს 10-წუთიანი ვიდეო მიმართვა რეალურად ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს რას აჩვენებს იცით რომ, ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში, რაც იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ლიბერალურ ფაშიზმს“, – განაცხადა კობახიძემ.


