Accentnews.ge
კობახიძე: "პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითვალისწინებს კონსტიტუცია სწორედ იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცედურა"

კობახიძე: "პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითვალისწინებს კონსტიტუცია სწორედ იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცედურა"

18/10/2024 11:22:09 პოლიტიკა

"რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ითვალისწინებს კონსტიტუცია სწორედ იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული პროცედურა. ლიბერალური ფაშიზმი, ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ. ისეთი ოვლენებია, რასაც კონსტიტუციური პასუხი სჭირდება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ დააანონსა „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება ძალაუფლების მეოთხე ვადით შენარჩუნების შემთხვევაში. აღნიშნულის განცხადების გამო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას როგორც ოპონენტები, ისე დასავლელი ლიდერები აკრიტიკებენ. დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ გახდება".

"არჩევნები მოდის ერთ კვირაში. ეს თქვენი, ქართველების, არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც ეხება თქვენს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს არჩევანს, თქვენი მომავალი თქვენი გადასწყვეტია და არავისი სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ამ ღირებულებებზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნიდან გაგდებას, თუ თქვენ დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არ არის ადგილი თავისუფალი მედიისთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული პიროვნების უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, მაშინ, მინდა, გითხრათ ღიად – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“, – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S