კობახიძე: "არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ურთიერთობებს"
18/10/2024 11:45:48 პოლიტიკა
„ძალიან ბევრ რამეს ჩვენ საერთოდ არ ვეხებით და არ ვამბობთ. რა შეხვედრები გაიმართა, ვინ იყო მოსული, რა გვითხრა, რა მოგვთხოვა თებერვლის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, მარტის შუა რიცხვებში და მოგვიანებით, ამაზე არ ვსაუბრობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ ვის უნდოდა და ვის უნდა საქართველოში ომი, მათ შორის, ვის უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება მეორე ფრონტის გასახსნელად, იქ ვაკონკრეტებთ ხოლმე, რომ აქ ვგულისხმობთ არა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, არამედ "გლობალურ ომის პარტიას", თუმცა იქვე ვაცხადებთ, რომ, სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტიას აქვს არსებითი, პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ყველაფერს მკაფიოდ ვამბობთ ჩვენ, უბრალოდ არის რაღაცები, რასაც არ ვამბობთ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით ურთიერთობებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


