ზურა ჯაფარიძე: "დღევანდელი დღე უფრო მეტად რუსეთისთვის და ივანიშვილისთვის არის საჩვენებელი, ევროპელებმა იციან ჩვენი არჩევანი რაც არის"
20/10/2024 13:51:15 პოლიტიკა
"6 დღეში არის კრიტიკული არჩევნები, რომელზეც გადაწყდება არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის და სამხრეთ კავკასიის ბედი, ასევე – ცენტრალური აზიის ქვეყნების ბედი – ექნებათ თუ არა მათ სახმელეთო გასასვლელი ევროპაზე. გადაწყდება შავი ზღვის [ ბედი], მთელი მსოფლიო, მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს 26 ოქტომბერს საქართველოში რას ვიზამთ ჩვენ და ჩვენი გადასაწყვეტია ეგ ამბავი და მე დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ ამას. მოვიგებთ ყველა შემთხვევაში და 5–6 წელიწადში ჩვენს შვილებს ჯიბეში ედებათ ევროკავშირის პასპორტი, რომელიც მათ დედამიწაზე ყველა კარს გაუხსნის.
დღევანდელი დღე უფრო მეტად არის რუსეთისთვის და ივანიშვილისთვის საჩვენებელი, რომ ჩვენ ვართ გაცილებით მეტნი და ის ხალხი, ვისზეც არ მუშაობს ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ ვჭამთ მაგ ნაგავს და ზუსტად ვიცით, რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. მათთვის არის ეს საჩვენებლი, რომ ვერ გაბედონ გაყალბება, ვერ გაბედონ რიცხვების დაწერა. ევროპელებმა იციან ჩვენი არჩევანი რაც არის. ისინი 30 წელია, გვიყურებენ და ყველა კვლევაში, რაც კი ჩატარებულა აქამდე, აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 80%–ზე მეტი ამ ქვეყანაში ითხოვს ევროკავშირიში და ნატო–ში ინტეგრაციას", – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველთან" საუბრსას განაცხადა.
ცნობისთვის: თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება.


