Accentnews.ge
მარშის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან

მარშის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან

20/10/2024 14:01:02 პოლიტიკა

თბილისში მარშის სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ობელისკთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მათ თან აქვთ ევროკავშირის დროშები, ბანერი წარწერით - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" და ევროკავშირის მხარდამჭერი სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მიყვებიან.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S