ბურჭულაზე: "ხალხის რაოდენობის ჩვენება უფრო შეუკრავს ხელებს გაყალბებაზე, დღეს ძალიან ბევრი ვიქნებით და გავუადვილებთ "ოცნებას", რომ აღიაროს დამარცხება"
20/10/2024 14:07:36 პოლიტიკა
"გამარჯვება მოგვადგა კარს და მთავარია, ჩვენ ახლა გავუღოთ ეს კარი. მინდა, მივმართო, საწყენად არა, მათ, ვინც წამოგორებულია ახლა ტახტზე და ელოდება, რომ ჩვენ ყველანი ავდგებით და მას გავუხსნით ევროპის კარებს, მეგობრებო, ადექით და გამოდით გარეთ, თქვენც მიიღეთ ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ჩვენი. ყველანი გარეთ გამობრძანდით და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომელიც მოგვადგა კარს. არჩევნები გვაქვს მოგებული, დღეს ხალხის რაოდენობის ჩვენება უფრო შეუკრავს ხელებს გაყალბებაზე, დღეს ძალიან ბევრი ვიქნებით და გავუადვილებთ "ქართულ ოცნებას", რომ აღიაროს დამარცხება" , – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის: თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება.


