Accentnews.ge
"მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია" - TI-ს ანგარიში

"მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია" - TI-ს ანგარიში

21/10/2024 09:10:08 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციმ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება" იმ პირობებში, როცა "ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“.

ამასთან, ორგანიზაცია რამდენიმე გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • "გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე “რუსული კანონის” ნეგატიური გავლენა";
  • "ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება";
  • "ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება";
  • "ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება";
  • "მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები".

ასევე, მათივე ცნობით, 2024 წლის 1 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაკვირვებამ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა:

"სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გულისხმობს “რუსული კანონის” მიღებას. ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკიდურესად მწვავე რეაქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო. კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაღი დაასვა საარჩევნო პროცესებსაც. ასევე, ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა. 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ასევე, გენდერული კვოტის გაუქმება; ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოება; “დელეგატების” ინსტიტუტის შემოღება; საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა; საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა".

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "გამოიკვეთა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიკვეთა ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების უკანონო გადაწყვეტილებებში. ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ, მიიღეს გადაწყვეტილებები, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების დავალებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების შევიწროებისკენ იყო მიმართული. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიმართ; კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროება; მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ; ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება; საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა; აჭარის ათიათასობით მკვიდრის პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა; ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ".

გარდა ამისა, ორგანიზაციამ გმოიკვეთა "ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში":

"მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში; საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში და გამოიკვეთა ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S