Accentnews.ge
კობახიძე კვლავ პრეზიდენტს აკრიტიკებს

კობახიძე კვლავ პრეზიდენტს აკრიტიკებს

21/10/2024 10:46:37 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარშში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, უკმაყოფილოა.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებას კობახიძე პარტიულს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მასში მონაწილეობით ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

ამასთან, ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით დაახლოებით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ ხოლმე, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა ჩვენ შეკრებილი, ერთ რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძე ამტკიცებს, რომ არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, "ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა"

"ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა", - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

„უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს. კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან კომენტარი გააკეთა იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომლის წამოწყებასაც კვლავ გეგმავს "ქართული ოცნება" და კვლავ გაიმეორა, რომ მას სიმბოლური დატვირთვა აქვს:

„რეალურად, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა, დაახლოებით, დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების შეწყვეტას, ანუ იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. დეკემბრის ბოლოს, მას ისედაც გასდიოდა ვადა, შესაბამისად, დაახლოებით, მხოლოდ ერთი თვით იკვეცება იმპიჩმენტის საფუძველზე მისი უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა ე.წ. პრეზიდენტს - მოღალატე. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა, შესაბამისად, მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით. ჩვენ, შეგნებულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდოდა პრეზიდენტის თანამდებობა გვექცია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ნაწილად, დისკუსიაც კი არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები, მაშინვე შედგება გუნდში დისკუსია და საზოგადოებას წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S