Accentnews.ge
"ფასი არ აქვს" - კობახიძე ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტების განცხადებაზე

"ფასი არ აქვს" - კობახიძე ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტების განცხადებაზე

21/10/2024 11:02:32 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას "ფასი არ აქვს". ამასთან, ის მოლდოვის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა:

„მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.

ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა",- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S