Accentnews.ge
მდინარაძე – მარშის მონაწილეების რაოდენობაზე: "თავიდან თქვეს 100 ათასი, მერე თქვეს 190 ათასი, სხვა კადრები ვნახეთ, იქ ჩანს 25-20 ათასი, მანიპულაციებში არიან"

მდინარაძე – მარშის მონაწილეების რაოდენობაზე: "თავიდან თქვეს 100 ათასი, მერე თქვეს 190 ათასი, სხვა კადრები ვნახეთ, იქ ჩანს 25-20 ათასი, მანიპულაციებში არიან"

21/10/2024 11:38:10 პოლიტიკა

"დღეს მთელი კამპანია აქვთ [მარშის მონაწილეების] რაოდენობასთან დაკავშირებით. ესე იგი, კადრები ვნახე, რომელსაც ეწერა ათეულობით ათასი და იმ კადრებში ასეულობით ათასი ჩანს და რატომ იკლებენ, ვერ მივხვდით. კადრები რაც გაავრცელეს, თუ მართალია, ნამდვილად ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი. მთელი რუსთაველი თავიდან ბოლომდე არის გადაჭერილი და რატომ იკლებენ და ათეულობით ათასს რატომ ამბობენ, წარმოუდგენელი ამბავია. თავიდან თქვეს 100 000, მერე თქვეს 190 000, კადრებში ნახევარი მილიონი ჩანს. მერე სხვა კადრები ვნახეთ, იქ ჩანს 25-20 ათასი მაქსიმუმ. დავიბენით ახლა, ჩვენც ხალხი ვართ. რა ხდება ვერ გავარკვიეთ ვერავინ და იქნება გაგვარკვიოს ვიღაცამ. მანიპულაციებში არიან და იმდენად ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, რომ მთელი ღამით წერდნენ ლაზერებზე", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

გუშინ თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც მარშით დაიწყო და კონცერტით დამთავრდა.

მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა. მოქალაქეების თქმით, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა ცვლილებებისა და დასავლური ვექტორის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S