მდინარაძე – "ლაზერის მიმნათებელზე": "ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს"
21/10/2024 11:46:40 პოლიტიკა
"ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვობა წამართვესო და ლაზერის მინათებაზე მელაპარაკებიანო. ისინი [ოპოზიციონერი ლიდერები] არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით, ვერც ერთმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან იმიტომ, რომ სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოყავთ, რეგიონებიდან ხალხის მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ, მერე კადრებს ისეთი უქნეს, რომ რატომ იკლებენ საერთოდ? რა ათეულობით ათასი, კადრებია ისეთი, ნახევარი მილიონი ადამიანი მინიმუმ დგას. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, რომ გამოდიან და მერე ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
გუშინ 20 ოქტომბერს თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართა. მარშის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომლის სიტყვით გამოსვლისას სასტუმრო „მონოგრაფის“ შენობიდან მას ლაზერებს ანათებდნენ.


