ივანიშვილი –ენმ–ზე: "აკრძალვის ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ რომ გვაქვს, შეიძლება, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა"
21/10/2024 18:10:49 პოლიტიკა
"ჩვენ გვინდა საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთი ლეგიტიმაცია, რომ როგორმე საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში 27–ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27–ში შეიძლება, რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ, დაბრუნდნენ და კარგად იყავი. მერე არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს, ან იმის მსგავსი ნაცები იყვნენ, რაც მაშინ იყვნენ. ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ. აი, ეს არის რეალობა, ამიტომაც არის ეს ძალა მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცლდება, თუ არადა ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, "ოცნებაც" ამოუვიდა ალბათ, ხალხს ყელში ხო?! 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო, ძალიან რთულია. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე, აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება, კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი, იმ წუთში სიტუაცია აფეთქდება. აი, ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს და ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების რეალობა იყო ისეთი, რომ იქ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო "ოცნება" ხელისუფლებას დაკარგავდა. აი, ამისთვის არის ძალიან სახიფათო ამათი დატოვება პოლიტიკაში. ეს არის ბოროტი ძალა, ქვეყნის მტერი ძალა. პრეცედენტები უამრავია პოლიტიკური ძალების აკრძალვის და ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ რომ გვაქვს, შეიძლება, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.


