Accentnews.ge
ივანიშვილი – უკრაინის ომზე: საქართველოსაც ამზადებდნენ, ამიტომ გადადგა გახარია 2021 წელს

ივანიშვილი – უკრაინის ომზე: საქართველოსაც ამზადებდნენ, ამიტომ გადადგა გახარია 2021 წელს

21/10/2024 19:15:27 პოლიტიკა

"არავინ იცოდა, ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირებში ვერავინ გეტყოდათ ამას. აბა გაიხსენეთ, გახარია, პრემიერ-მინისტრი რატომ გადადგა ასე სასწრაფოდ 2021 წელს? რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ჰქონოდა მზაობა ომში ჩასართავად. იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე „ქართული ოცნება“ უნდა ჩაეშალათ. ეს გააკეთებინეს გახარიას, შედეგი აქაც საბედნიეროდ, ვერ მიიღეს, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება. მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი, ასე ახლოს არ ველოდი, თუ განვითარდებოდა. თვითონაც არ იცოდნენ ეს როდის დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ, ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს გაცნობიერებული ჰქონდა, ზუსტი თარიღი არ იცოდა - ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს. ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც, სხვა დანარჩენი მიზეზი არ ჩანს იქ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მელია არ დაიჭიროთ - რაღაც ზღაპრები იყო“, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S