Accentnews.ge
ანა ბუჩუკური – ბიძინა ივანიშვილზე: სწორად ეშინია მას ყველაზე მეტად გიორგი გახარიასი

ანა ბუჩუკური – ბიძინა ივანიშვილზე: სწორად ეშინია მას ყველაზე მეტად გიორგი გახარიასი

22/10/2024 06:15:11 პოლიტიკა

პარტია "გახარია საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური ეხმიანება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერისა და მისი თანაგუნდელების გასამართლების მუქარას და აცხადებს, რომ ივანიშვილს მათი ეშინია.

"მიზეზი, რის გამოც გახარიას ასე მუდმივად თავს ესხმის და მან დღეს დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი უფრო საფრთხე ყოფილა, ვიდრე ''ნაციონალურ მოძრაობა'' და ამას დიდი ხანია ''ოცნების'' ლიდერებს ალაპარაკებს ჩვენზე. ამას მარტივი ახსნა აქვს, ''ნაც მოძრაობა'' დღეს არის მისთვის კომფორტული პარტნიორი და ზუსტად გახარიაა ის გასაღები, რომელიც არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები. დღეს გაშვებულ ინტერვიუშიც ამაზე ისაუბრა და დაადასტურა. გახარია და გახარიას გუნდი არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები და სწორად ეშინია მას ყველაზე მეტად გახარიასი, უბრალოდ რასაც ვერ ცვლის არის, რომ გახარიას და გახარია გუნდს, ვერასდროს ვერ შეეშინდება ასეთი ადამიანების იმიტომ, რომ ჩვენ ვემსახურებით იდეას და ღირებულებებს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა "ტვ პირველის" ეთერში.

ბიძინა ივანიშვილი "პარტია საქართველოსთვის" წევრებს და მის ლიდერს გიორგი გახარიას გასამართლებით ემუქრება.

  • "მე შორს ვარ ამომრჩევლების გასამართლების აზრისგან, მაგრამ ისევ დავუბრუნდები ამ მოუშუშებელ ჭრილობას, არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და რომ დგანან მის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს ერთიერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც", – განაცხადა მან "იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S