Accentnews.ge
"ოცნებამ" ხვალინდელი აქციის დაწყების დრო 16:00-დან 19:00სთ–მდე "თბილისელების თხოვნით" გადაწია

"ოცნებამ" ხვალინდელი აქციის დაწყების დრო 16:00-დან 19:00სთ–მდე "თბილისელების თხოვნით" გადაწია

22/10/2024 09:43:57 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" ხვალინდელი აქციის დაწყების დრო 16:00-დან 19:00სთ–მდე გადაწია. პარტიის წევრმა გივი მიქანაძემ აღნიშნულის მიზეზად "თბილისელების თხოვნა" დაასახელა.

"დაგეგმილი გვქონდა, რომ თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 16:00 საათზე გაგვემართა, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს დრო სამუშაო საათებს ემთხვეოდა და ამის გამო, ისინი მოსვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი ღონისძიება 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება. [...] ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით და დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილი ჩვენი მხარდამჭერებით გაივსება. ქართველი ხალხი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ერთხელ ნახავენ, საზოგადოებაში მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა რაოდენ დიდია", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S