Accentnews.ge
პრეზიდენტი: როგორც ვარ პასუხისმგებელი ქარტიაზე, ასე ვარ ჩვენს პარტნიორებთან პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარტიები მონახავენ საერთო ენას

პრეზიდენტი: როგორც ვარ პასუხისმგებელი ქარტიაზე, ასე ვარ ჩვენს პარტნიორებთან პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარტიები მონახავენ საერთო ენას

22/10/2024 16:55:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თავადაც არის პასუხისმგებელი, რომ პარტიები შეთანხმდებიან მთავრობაზე.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორები არ არიან დაინტერესებუ;ლი, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არასტაბილურობა იხილონ.

“პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობაზე პარტიებთან ერთად შევთანხმდებით და მე უნდა წარვადგინო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან ყველას გვესმის, ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს ესმით, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ეს აუცილებელია და არავინ წავა იმაზე, რომ რისკის ქვეშ დააყენოს სტაბილურობა და ამაზე მეც ვარ პასუხისმგებელი. როგორც ვარ პასუხისმგებელი ქარტიაზე, ასე ვარ ჩვენს პარტნიორებთან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს პარტიები ამ საკითხში მონახავენ საერთო ენას - პარტნიორებს სულ არ უნდათ, რომ არჩევნების მერე ამ ქვეყანაში დაინახონ რაიმე ფორმის არასტაბილურობა. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია და სწორედ ამიტომ მითხრა ზოგიერთმა, რომ თუ საჭიროა ბიძინა ივანიშვილისთვის "რაღაც სახის გარანტიები, ამაზე საუბარიც შეიძლებაო", რაც. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო და ფიქრობს, რომ ეს "დალაგებას" ნიშნავს. ვერაფერსაც ვერ "დაალაგებს", მაგრამ საუბარი იყო რაზე - როგორც ხდება ხოლმე ქვეყნებში, როცა არის რამე ტიპის გადასვლა ახალ წყობაზე, შესაძლებელია გარკვეული გარანტიების მიღებაც.

დღეს აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ვინც წააგებს, ყველაფერს წააგებს. ეს ასე არაა. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” ყველა მონაცემებით იქნება პირველი და დიდი ოპოზიციური პარტია, თუ რამე არ შეიცვალა ბოლო წუთში. ანუ, პირველი, ვინც წარმომიდგენს კანდიდატს, იქნება “ქართული ოცნება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა “ფორმულასთან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S