Accentnews.ge
პრეზიდენტი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული, ნუ შეეშინდებათ!

პრეზიდენტი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული, ნუ შეეშინდებათ!

22/10/2024 17:04:55 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ მათი ხმის ფარულობა გარანტირებულია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ამ კუთხით დეზინფორმაცია და მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობენ, მე ვიტყოდი, რომ ნუ გეშინიათ, ხმები იქნება დაცული, არის დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა, ის ხმები და ჭორები, რაც ვრცელდება, რომ ეს აპარატები რაღაცას მოიცავს და შეიძლება, რომ იცოდნენ ვინ, ვის აძლევს ხმას, ეს ჭორები არის გავრცელებული იმისთვის რომ ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში. ეს არ არსებობს, ეს არის ისეთი ელექტრონული პროცედურები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამას, არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს არჩევნების გულისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამიტომ, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა იქნება ფარული, თუ მივა. აუცილებელია, რომ არავინ დარჩეს სახლში, არავის შეეშინდეს არჩევნებზე მისვლის.

ივანიშვილის მცდელობა, რომ დააშინოს ხალხი, თქვას იმ თუ ამ პარტიის მხარდამჭერებს დავიჭერთ თუ არ ვიცი, რას ვუზამთ - ამომრჩევლებზეც გადავიდა, ნუ უსმენთ ასეთ რამეს. ეს არის ჩვენს ხელში და წყნარად, მშვიდად გადაწყდება. მთავარია მობილიზაცია",- თქვა პრეზიდენტმა "ფორმულასთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S