Accentnews.ge
კორტნი: საქართველოს დამოუკიდებლობის სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთისადმი ასე მტრულად განწყობილი მთავრობა არ ჰყოლია

კორტნი: საქართველოს დამოუკიდებლობის სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთისადმი ასე მტრულად განწყობილი მთავრობა არ ჰყოლია

23/10/2024 06:02:40 პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთისადმი ასე მტრულად განწყობილი მთავრობა არ ჰყოლია. ამის შესახებ მან American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში მთავრობებმა შეიძლება, დაიწყონ, როგორც რეფორმისტებმა, მაგალითად, როგორიც იყო პუტინი, მაგრამ შემდეგ, როცა ისინი დიდ ხნის მანძილზე რჩებიან ხელისუფლებაში, ისინი უკან იხევენ ხოლმე დემოკრატიული პროგრესის გზაზე. ეს დაემართა შევარდნაძეს, სააკაშვილს და ახლა ეს დაემართა "ქართულ ოცნებას". ასე რომ, რეალური პრობლემა არის ხელისუფლების ცვლილებისა და ძალაუფლების ნაკლებობა, რაც დემოკრატიისთვის ასე აუცილებელია. ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, დასავლეთისადმი ასე მტრულად განწყობილი მთავრობა არ ჰყოლია, რომელმაც ასეთი ანტიდემოკრატიული, უფრო მეტად პრორუსული და დასავლეთის მიმართ ნაკლებად მეგობრული კურსი აიღო, როგორც ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა“, - განაცხადა კორტნიმ.

მისივე თქმით, დასავლეთი არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება:

"არც ისე დიდი ხნის წინ გვეგონა, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პარალელურ გზაზე მიდიოდნენ. ომის შედეგად გამოწვეული სტრესის მიუხედავად, უკრაინამ შეინარჩუნა თავისი დემოკრატია, ხოლო საქართველო, მეორეს მხრივ, ასეთი სტრესის გარეშე სხვა მიმართულებით გადავიდა. ასე რომ, ჩვენ დასავლეთში მოგვიწევს დავაკვირდეთ არჩევნებს, როგორ წარიმართება იგი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S