ამერიკელი სენატორი ტილისი: "ვამაყობ „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერით, რათა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ"
23/10/2024 06:21:56 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორის ტომ ტილისის განცხადებით, იგი ამაყობს, რომ "ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა.
"საქართველოს მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარება და ევროატლანტიკური მომავლისგან დაშორება შემაშფოთებელია. მე ვამაყობ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით, რათა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ და ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დავადასტუროთ", - აცხადებს სენატორი ტილისი.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონის" საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "აგენტების კანონის" მიღების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ქართველი ხალხის აქტი“ სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი პაკეტია.
ამავე თემაზე: რა წერია "ქართველი ხალხის აქტში"


