Accentnews.ge
მერფი: მაშინ, როდესაც პუტინი და მისი ახლობლები ცდილობენ, შეარყიონ საქართველოს დემოკრატია, აშშ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით

მერფი: მაშინ, როდესაც პუტინი და მისი ახლობლები ცდილობენ, შეარყიონ საქართველოს დემოკრატია, აშშ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით

23/10/2024 06:31:27 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორის კრის მერფის განცხადებით, მაშინ, როდესაც პუტინი და მისი ახლობლები ცდილობენ, შეარყიონ საქართველოს დემოკრატია, აშშ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

"რუსეთის მიერ კორუფციის, პროპაგანდისა და ძალადობის გამოყენება საფრთხეს მხოლოდ საქართველოს, როგორც ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყანას კი არ უქმნის, ის კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს მთელ საერთაშორისო წესრიგს. როდესაც პუტინი და მისი ახლობლები ცდილობენ, შეარყიონ საქართველოს დემოკრატია და დააწესონ მთავრობა, რომელიც მათ თხოვნას შეასრულებს, ეს ორპარტიული კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი“] ცხადყოფს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას და მომავალს ევროპაში", - აცხადებს სენატორი მერფი.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონის" საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "აგენტების კანონის" მიღების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„ქართველი ხალხის აქტი“ სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი პაკეტია.

ამავე თემაზე: რა წერია "ქართველი ხალხის აქტში"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S