პაპუაშვილი – "ოცნების" კლიპზე: მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ბევრი ადამიანი ნახავს
23/10/2024 08:27:56 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო კლიპს გამოეხმაურა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "უგეგმავენ თუ არა "ქართულ ოცნებას" კრემლის პროპაგანდისტები საარჩევნო კამპანიას", პაპუაშვილმა შემდგი განაცხადა:
"თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა, ეს არის რუსული მოვლენა. მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ჩვენ კლიპს ნახავს ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით, თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ".


