Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე მსვლელობას მართავს

„ქართული ოცნება“ ძირითადი ღონისძიების დაწყებამდე მსვლელობას მართავს

23/10/2024 14:10:01 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქციის დაწყებამდე მსვლელობას მართავს.

რესპუბლიკის მოედნიდან და ბარათაშვილის ხიდიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიემართებიან.

„უბრალოდ, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორისაა არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს, მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ცოტნე ივანიშვილმა.

ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S