ვარლამ ლიპარტელიანი: 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი და მშვიდობა ომზე გაიმარჯვებს
23/10/2024 14:41:02 პოლიტიკა
"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა აქ მყოფი ადამიანი, აცნობიერებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც არის მშვიდობის გარანტი. ამას ხალხიც აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი და მშვიდობა ომზე გაიმარჯვებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც მმართველი პარტიის აქციას უერთდება.
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.


