ცოტნე ივანიშვილი: როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე
23/10/2024 14:48:20 პოლიტიკა
„უბრალოდ, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორისაა არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს, მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, -ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.


