Accentnews.ge
კალაძე: "ჩვენ წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი"

კალაძე: "ჩვენ წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი"

23/10/2024 15:53:39 პოლიტიკა

"ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი", – ამის შესახებ "ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში აქციას მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S