როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით
23/10/2024 17:54:31 პოლიტიკა
ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
- გახარია - საქართველოსთვის - 11%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
- ლეიბორისტული პარტია - 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
- სხვა პარტიები - 1%
"ფორმულას" ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.


