Accentnews.ge
პრემიერი: მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება

პრემიერი: მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება

24/10/2024 07:55:05 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ამ რეფორმის ფარგლებში, აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. შეგვიძლია, თავადაც წარმოვიდგინოთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდე არის მისაყვანი, შესაბამისად , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე, დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S