Accentnews.ge
არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა

24/10/2024 08:05:39 პოლიტიკა

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ მოქალაქეების ნაწილისთვის მორიგი საშეღავათო პაკეტი დააანონსა.

კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, "კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან".

მისივე თქმით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი.

„ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. მუდმივად აყენებდნენ ამ პრობლემას კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადიკალურად შემცირება იგეგმება. შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას ცხადს და სამართლიანს გახდის“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

"ეს შეიძლება, გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ. ეს მიდგომა ერთი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ეს წესი უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის თითოეული სახის მომსახურების შეთავაზებაზე ლიმიტები. ასევე, სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსაგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ, საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე კლინიკების ინტერესებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S