Accentnews.ge
დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არალეგალური საქმიანობა არ არის

დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არალეგალური საქმიანობა არ არის

24/10/2024 10:08:57 პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა, - ასე გამოეხმაურა ვიცე -პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას.

„Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. დაგეთანხმებით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მხრივ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ბუნებრივია დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მანამდე მოკლე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ:

„მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს “,- აღნიშნა პრემიერმა.

კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ჩხრეკა ასევე ჩატარდა კიდევ ერთ ამერიკული კომოანიის "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი თანამშრომლების სახლებში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თქვეს, რომ მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - განაცხადეს საგამოძიებოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S