Accentnews.ge
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სერვისის გაუმჯობესება თანხის დამატებით შეეძლებათ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სერვისის გაუმჯობესება თანხის დამატებით შეეძლებათ

24/10/2024 10:21:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს კლინიკებში სერვისების გაუმჯობესება თანხის დამატებით შეეძლებათ.

მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ პაციენტები გადაიხდიან მხოლოდ გაუმჯობესებული სერვისის საფასურს.

"მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც, სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. ეს შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ. ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები.

მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შემცირდეს მომსახურების ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ვადები. მთავრობის გათვლით, ამით გაიზრდება პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S