Accentnews.ge
ჯოჯუა: „ქართულმა ოცნებამ" ფოთში გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა

ჯოჯუა: „ქართულმა ოცნებამ" ფოთში გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა

24/10/2024 11:25:25 პოლიტიკა

ფოთის საკრებულოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუა ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ფოთში "გაყალბების ახალ მეთოდს" მიაკვლია და გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ჩაწერა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ამ „დანაშაულში მონაწილეობისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:

„ფოთში მარცხს შეგუებული „ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის, რომ მაქსიმალურად გამოიმათხოვროს ხმები, მათ მიაკვლიეს გაყალბების ახალ მეთოდს, გადასატან ყუთზე ჩაწერეს ჯანმრთელი ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი გადამოწმებული სია. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ამ ხალხის მოსყიდვა და იძულება, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას". კატეგორიულად ვაფრთხილებთ ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში. ჩვენს მიერ ყველა ფაქტი დაფიქსირებულია და განსაზღვრულ ვადებში მოხდება მათზე რეაგირება".

საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S