Accentnews.ge
კალაძე: "არ ვიცი, ადამიანი აქციაზე ძალით როგორ უნდა წამოიყვანო?! უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია"

კალაძე: "არ ვიცი, ადამიანი აქციაზე ძალით როგორ უნდა წამოიყვანო?! უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია"

24/10/2024 11:44:32 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქართული ოცნებამ” თბილისში, წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოსახლეობა რეგიონებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანა"

კალაძე მიიჩნევს, რომ "ეს არის ოპოზიციის ბინძური კამპანია".

„არ ვიცი, ადამიანი ძალით როგორ უნდა წამოიყვანო?! - უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს უბრალოდ არის მათი {ოპოზიციის} ბინძური კამპანია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველთვის ამას აკეთებენ. ჯერ იყო და რეგიონებიდან ხალხი მოჰყავთო, როდესაც დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა, ამაში ცუდი რა არის?! ჩვენი მხარდამჭერები, პარტიის წევრები არიან და უამრავი ადამიანი შეკრებილი, გამოსული იყო. ასე რომ, მათ ბინძურ პროპაგანდას, შეურაცხყოფას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში აქცია გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S