დოლიძე: პირადობებს ართმევენ სსიპ-ების, იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებსა და ავტობუსების მძღოლებს
24/10/2024 11:59:26 პოლიტიკა
პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე კოლეგების და დამკვირვებლების მსგავსად საუბრობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.
კერძოდ, ის ამბობს, რომ პირადობის მოწმობებს ართმევენ საჯარო სამსახურების თანამშრომლების ნაწილს.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტები, როგორ ართმევენ პირადობის მოწმობებს საჯარო სამსახურების თანამშრომლებს. კონკრეტულად, სსიპ-ების თანამშრომლებს, იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებსა და ავტობუსების მძღოლებს".
მან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადა ამგვარ ადამიანებს: "ისინი არიან პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც რთულ ვითარებაში არიან ჩავარდნილი. ვინც მსგავს სიტუაციაში მოხვდება, ვთხოვთ, ჩვენს ცხელ ხაზზე, შტაბში ან სოციალურ ქსელში დაგვიკავშირდეს".
დოლიძე გამოძიების პირობა დადო და გამოვიდა შეხსენებით, რომ ამგვარი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.


