ზურაბიშვილი - ივანიშვილის გარანტიებზე: შევასრულებ იგივე როლს, რასაც აქამდე ვასრულებდი
24/10/2024 16:13:01 პოლიტიკა
მე შევასრულებ იგივე როლს, რასაც აქამდე ვასრულებდი,- ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ კითხვას. მას შეახსენეს მანამდე გაკეთებული კომენტარი, რომ პარტნიორების მხრიდანაც იყო საუბარი ამ საკითხზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ მთავარია, ხალხის ნება გამოიხატოს.
"მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე - დიდი აქტივობით, ნამდვილი, ცხადი შედეგით. მერე ყველაფერი ამას მოჰყვება, რაც საჭირო იქნება. ეს გამოცდილია საერთაშორისო დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. მაგრამ დღეს ჯერ ხალხის ნება უნდა გამოიხატოს",- თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ "ამაში კონკრეტიკა არ არის":
"ეს არის ჩვეულებრივი ფორმა როდესაც ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს. დღეს მთავარი არის ხალხის ნება და ეს იქნება გარანტია სტაბილუტრობის და ყველას მომავლის".
მას ოპტიმისტური პროგნოზი აქვს:
"გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა".


