პრეზიდენტი: დღეს არჩევანის არგაკეთება არის საკუთარ და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა!
24/10/2024 16:18:46 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეების მიმართვისას, თქვა, რომ შესაძლოა არსებული პოლიტიკური ძალებიდან მათთვის არც ერთი იყოს იდეალური, მაგრამ მომავლის არჩევანია გასაკეთებელი".
ამგვარი მოცემულობის წინაშე ყოფნისას კი "სახლში ჯდომა არ არის გამოსავალი".
"აუცილებელია მისვლა. ეს არის დემოკრატია, რომ არც ერთია ის პარტია, რომელსაც 100%-ით ეთანხმები ყველაფერში. ოთხი პარტიაა პროდასავლური და ამ ოთხი პარტიიდან ალბათ რომელიმე არის, რომელიც უფრო ახლოსაა ვინმეს გემოვნებასთან. არჩევანის არგაკეთება არის საკუთარი და შემდეგი თაობის მომავალზე უარის თქმა",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


