პრეზიდენტი - ლავროვის წინადადებაზე: ეს არის ტრადიციული რუსული პოლიტიკა
24/10/2024 16:50:10 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმულ მზაობაზე, დაეხმაროს საქართველოს "მეზობლებთან" ურთიერთობაში. საუბარია საქართველოს რეგიონებზე - ცხინვალსა და აფხაზეთზე.
პრეზიდენტმა საპასუხოდ, განსხვავებით "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლებისა, რომლებმაც ეს გზავნილი პოზიტიურად აღიქვეს და მიესალმნენ კიდეც, გაიხსენა, რომ არაფერი ახალი არ თქმულა და რომ ეს რუსული ტრადიციული პოლიტიკაა.
"რუსეთის მზადაა ე.წ. დამოუკიდებელ სახლემწიფოებსა და საქართველოს შორის იყოს შუამავალი. ახალი არაფერი არაა. ეს არის ტრადიციული რუსული პოლიტიკა. ჩვენ დღეს არ ვართ შეშფოთებული რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს არჩევნები, ხმის მიცემა შიშის გარეშე სხვადასხვა თეორიებიდან გამომდინარე, რომელიც სადღეისოდ რეალობას არ წარმოადგენს საქართველოსთვის",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მას ასევე ჰკითხეს, არის თუ არა რეალური, რომ რუსეთი საქართველოში არჩევნების შედეგებში ჩაერევა:
„ყველა ეს თეორია თეორიაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება. ვიდეოები, რასაც უშვებენ იმის შესახებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს, ომი იქნება; რუსეთი ჩაერევა - დაშინების ტაქტიკაა არჩევნების წინ, ზეწოლის განხორციელების მცდელობა ამომრჩეველზე. არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი: „ომის არ გეშინია“? არ გეტყვის, „არ მეშინია“. არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად“.


