ზურაბიშვილი: გაგონილი მაქვს, რომ სურთ, კვლავ მე მიხილონ, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი
24/10/2024 17:00:06 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს გეგმების შესახებ მას შემდეგ, რაც დეკემბერში საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება.
პრეზიდენტმა არ გამორიცხა, შეინარჩუნოს პოზიცია შემდეგი ვადითაც.
"ჩემი გეგმები არ არის მხოლოდ ჩემი გეგმები. იმიტომ, რომ შემდეგი პრეზიდენტის კანდიდატურა წამოყენებული იქნება პარტიების მიერ, რომლებიც უმრავლესობაში იქნებიან. გაგონილი მაქვს, რომ სურთ, კვლავ მე მიხილონ, როგორც კანდიდატი, მაგრამ ეს კვლავ არჩევნების შემდეგ განხილვის საგანი იქნება. მე მზად ვარ, ვიყო იმ პოზიციაზე, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, რაც შემდეგი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციაში",- თქვა ზურაბიშვილმა.


