Accentnews.ge
პრეზიდენტი - საჯარო მოხელეებს: ყველაზე კარგი დაცვა კოალიციური მმართველობაა

პრეზიდენტი - საჯარო მოხელეებს: ყველაზე კარგი დაცვა კოალიციური მმართველობაა

24/10/2024 17:29:44 პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

მან თქვა, რომ დაცვის გარანტია კოალიციურ მმართველობაზე გადასვლაა.

ყველამ უნდა იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ შიშზე, არამედ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეუწყვეტს დახმარებას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, ამ აგიტატორების გარეშე, ამ კოორდინატორების გარეშე, ამ მიკროავტობუსების გარეშე და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე.

მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ სწორედ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ გადავდივართ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება, ერთის ხელში აღარ იქნება ეს ზეწოლები და ამდენად, ბევრად უფრო განთავისუფლებული იქნება გარემო",- თქვა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S