Accentnews.ge
კალაძე: "დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, ეს არის ევროპა?"

კალაძე: "დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, ეს არის ევროპა?"

24/10/2024 19:59:13 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტნიორები კვლავ დაადანაშაულა არჩევნებში "ჩარევაში". მანამდე კალაძემ საბჭოთა კავშირს შეადარა ევროკავშირი. იმავდროულად "ქართული ოცნების" დაპირებაა, რომ "ღირსებით" გაწევრიანდება ევროკავშირში".

"დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, ეს არის ევროპა?",- თქვა კალაძემ "იმედის" ეთერში.

მან ელჩები გააკრიტიკა. მანამდე გერმანელ მინისტრს უწოდა "კუბილიუსი კაბაში".

„სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - თქვა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

ევროპელმა ლიდერებმა კრიტიკა გაამძაფრეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით "აგენტების კანონის" მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამძაფრების შემდეგ, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირებიდან მოდის.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია არსებული პოლიტიკის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S