პაპუაშვილი – გახარიას პარტიის წევრების ნაწილზე: "არის ეჭვი, რომ გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა"
25/10/2024 07:59:38 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან ყველა საჯარო მოხელესთან მეილები დაიგზავნა.
"გიორგი გახარიას პარტიიდან დაიგზავნა მეილები საჯარო მოხელეებთან ერთი ტექსტით, გაეგზავნა ყველა საჯარო მოხელეს. მისამართები შეუძლებელია, ჰქონდეთ პარტიაში. ამიტომ არის ეჭვი, რომ პარტიასთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის მეილები", -განაცხადა პაპუაშვილმა.


