Accentnews.ge
პაპუაშვილი:  "ეს ბრძანებაში გაწერილია ახლა ჩამონათვალის სახით თორემ, პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო"

პაპუაშვილი:  "ეს ბრძანებაში გაწერილია ახლა ჩამონათვალის სახით თორემ, პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო"

25/10/2024 08:33:41 პოლიტიკა

"ეს ბრძანებაში გაწერილია ახლა ჩამონათვალის სახით თორემ, პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო", – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რა მყისიერი გარემოება იყო ახლა, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, რომ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში, რომელთა ბლოკირებაც პატიმრობით დაისჯება, მათ შორის ცესკო არის.

  • „თუ არავინ არაფერს აპირებს, რა პრობლემაა? რადგან ეს კითხვა ისმება, რა თქმა უნდა, წარმოიშობა საპასუხო კითხვა: რატომ არის ეს პრობლემა, თუ არავინ არაფერს აპირებს, არც თავდასხმას ცესკო–ზე არც ბლოკირებას, რა მნიშვნელობა აქვს არის, თუ არ არის? როგორც ჩანს, ვიღაც რაღაცას აპირებს. ჩვენც ვთქვით, რომ 27 ოქტომბრისთვისაა მზადება. ესეც ფროიდისეული წამოცდენაა იმაზე, რაც ჩანაფიქრები იყო, რომ პარლამენტზე, ცესკო–ზე და სხვა ასეთ შენობებზე შტურმი მიტანილიყო. 2020-ში, 2021-ში არ ვნახეთ ღობეები რომ გადაანგრიეს?"

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "თუ 2020 და 2021 წლების მოვლენებს ეყრდნობით, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება ახლა, არჩევნებამდე სამი დღით ადრე და არა მანამდე?", პაპუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

  • "ეს არის ბრძანებულება, რომელშიც გაწერილია სტრატეგიული ობიექტები მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი ბაზა ამ მხრივ გამართული იყოს. თუ არავინ არაფერს აპირებს, რატომაა ეს პრობლემა და თუ ვინმე აპირებს, იცოდნენ რომ ასეთი თავდასხმები არ შეიძლება. სხვათა შორის აქამდეც ასე იყო პარლამენტი და ცესკო სტრატეგიული ობიექტი ყოველთვის იყო. ეს ბრძანებაში გაწერილია ახლა ჩამონათვალის სახით, თორე სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით სს შემადგენლობა არის და პარლამენტი და სხვა ასეთი შენობები ისედაც იგულისხმება სტრატეგიულ ობიექტებად".

კიდევ ერთ კითხვას, "იმის თქმა, რომ თქვენ გაქვთ, რაღაც ახალი ინფორმაცია, რამაც მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება სწორია ასე ვიფიქროთ?", პაპუაშვილმა ასე უპასუხა:

  • "არა, ამ მხრივ არა, გარდა იმისა , რომ ჩვენ ისედაც ვამბობთ ჩვენი დაკვირვებით, რომ ოპოზიცია და არასამთავრობოები ემზადებიან არ აღიარონ არჩევნები და მოაწყონ არეულობა".

ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიიღო დადგენილება, რომელშიც არის იმ ადმინისტრაციული შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ბლოკირებაც პატიმრობით დაისჯება. ამ ჩამონათვალშია, მათ შორის პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საპატრიარქო.

საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.

სტრატეგიულ ან ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად განისაზღვრა შემდეგი უწყებების შენობები:

  • პარლამენტი, აჭარის უმაღლესი საბჭო;
  • მთავრობის ადმინისტრაცია;
  • სამინისტროები;
  • სასამართლოები;
  • საკრებულოები და მერიები;
  • პროკურატურა;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • დაზვერვის სამსახური;
  • ეროვნული ბანკი;
  • საელჩოები და საკონსულოები;
  • ცესკო;
  • საპატრიარქო;
  • სასაზღვრო გამტარი პუნქტები;
  • ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა;
  • ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტები;
  • მაღალი ძაბვის ქვესადგურები;
  • ელექტროენერგიის გადამცემი სისტემები;
  • ის დაწესებულებები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
  • მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
  • ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია;
  • სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მატარებლები;
  • მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
  • თბილისის მეტრო;
  • აეროპორტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S