ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
25/10/2024 16:33:42 პოლიტიკა
ცენტრალურ საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
"26 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
22:00 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს", – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


