გონჩარენკო: "ახლახან ჩამოვედი საქართველოში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, თავგადასავალი აეროპორტშივე დაიწყო"
25/10/2024 16:39:46 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის მისიის ფარგლებში დააკვირდება.
“ახლა ჩავფრინდი საქართველოში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საერთაშორისო დამკვირვებლად გამომაგზავნა არჩევნებისთვის, რომელიც ხვალ ჩატარდება. თავგადასავალი აეროპორტშივე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, უკრაინული პასპორტის მქონე ყველა მამაკაცი დამატებით შემოწმებებს ექვემდებარება. საპასპორტო კონტროლზე უფრო დიდხანს გვამყოფებენ, ვიდრე სხვა მგზავრებს”, - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


