Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "საქართველო გზაგასაყარზეა, აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს"

ევროპარლამენტარი: "საქართველო გზაგასაყარზეა, აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს"

25/10/2024 18:03:42 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი აცხადებს, რომ "საქართველო გზაგასაყარზე დგას". ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

"საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებს უახლოვდება და იგი გზაგასაყარზეა, აირჩიოს ევროპის გზა, ან რუსეთის კიდევ უფრო მეტი კონტროლის რისკის წინაშე დადგეს. შეუძლებელია ფსონები უფრო მაღალი იყოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებისთვის. ყველას თვალი თქვენკენ არის მიპყრობილი, საქართველო და ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს - ისეთს, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს და ევროპული გზის მათ უფლებას დაიცავს” , - წერს იგი.

ცნობისთვის: 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S