Accentnews.ge
როგორ ვაძლევთ არჩევნებზე ხმას ელექტრონულად - ინსტრუქცია

როგორ ვაძლევთ არჩევნებზე ხმას ელექტრონულად - ინსტრუქცია

26/10/2024 03:50:00 პოლიტიკა

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ამომრჩევლები ხმის მიცემას, პირველად, ელექტრონული წესით შეძლებენ. ამ წესით ხმის მიცემა საარჩევნო უბნების 90 პროცენტზე მეტგან იქნება შესაძლებელი.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი გაივლის რეგისტრაციას, რომლისთვსაც მან რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს ID ბარათი, რომელსაც რეგისტრატორი გაატარებს ვერიფიკაციის აპარატის ციფრული ბარათის წამკითხველ ზოლში. აპარატი მოძებნის ამომრჩეველს და ეკრანზე გამოიტანს მის პირად მონაცემებს, მათ შორის, ამომრჩევლის ფოტოს. მონაცემების გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ, აპარატიდან ამოიბეჭდება ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი სარეგისტრაციო ქვითარი, რომელსაც ამომრჩეველი ხელს აწერს და ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ამის შემდეგ იგი გაივლის მარკირების ტრადიციულ პროცედურას და გადაეცემა ახალი ტიპის სპეციალური ბიულეტენი.

რეგისტრაციის შემდეგ ამომრჩეველს გადაეცემა სპეციალური ბიულეტენი. ბიულეტენი დაბეჭდილია დაახლოებით A4 ფორმატის სქელ ქაღალდზე და დაცულია სპეციალური შტრიხკოდითა და QR კოდით. ბიულეტენის QR კოდში არის შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და უბნის შესახებ ინფორმაცია, რაც კონკრეტული უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის სხვა უბანზე გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბიულეტენს ინდივიდუალური სერიული ნომერი არ აქვს და მისი დაკავშირება რომელიმე ამომრჩეველთან შეუძლებელია.

ხმის მისაცემად ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს. თუ აქამდე ამომრჩეველი ხმას აძლევდა ბიულეტენში საარჩევნო ნომრის შემოხაზვით, ამჯერად ხმის მისაცემად აუცილებელია საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების და ნომრის წინ არსებული წრის გაფერადება, რათა აპარატმა შეძლოს მისი წაკითხვა. აპარატი კითხულობს მხოლოდ წრის შიგნით გაკეთებულ აღნიშვნას. წრის გარეთ გაკეთებული ნებისმიერი აღნიშვნა, მონიშვნა, შემოხაზვა არ აღიქმება აპარატის მიერ. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის ნომრის, დასახელების ან წრის შემოხაზვა ხმის მიცემად არ ჩაითვლება. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გაფერადებულია ერთზე მეტი წრე. იმისთვის, რომ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი ზუსტად აღიქვას აპარატმა, აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა ხმის მისაცემად საარჩევნო კაბინაში არსებული სპეციალური მარკერი გამოიყენოს.

მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენში გააფერადებს სასურველი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებულ წრეს, იგი ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩოკონვერტში მოათავსებს, რათა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ვერავინ შეძლოს მისი გაკეთებული არჩევანის დანახვა. ჩარჩოკონვერტით ამომრჩეველი მიდის ხმის დამთვლელ აპარატთან და ბიულეტენს აპარატში ათავსებს.

როდესაც უკვე გაფერადებულ ელექტრონულ ბიულეტენს თავის კონვერტში [რომელსაც ადგილზე მოგცემენ] განათავსებთ [ამობრუნებულ მდგომარეობაში] და მთვლელ აპარატში შეაცურებთ, დაელოდეთ დადასტურებას, რომ თქვენი ხმა მიღებულია.

შესაძლებელია, რომ აპარატმა ბიულეტენი უკან დააბრუნოს და თავიდან მოგიწიოთ შეცურება. ამ დროს იყავით ყურადღებით - რომ არ დაირღვეს თქვენი ხმის ფარულობა.

თუ აპარატმა ბიულეტენი ორჯერ დააბრუნა, ის გაფუჭებულად ჩაითვლება და შესაბამისი წესით დალუქავენ. თქვენ კი თავიდან მოგიწევთ გაფერადება.

რიგების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო უბნებში, როგორც წესი, განთავსდება ორ-ორი ხმის მთვლელი აპარატი, ზოგიერთ დიდ საარჩევნო უბანზე კი, შესაძლოა, სამი ხმის მთვლელი აპარატიც იყოს. ამომრჩეველს ბიულეტენის მოთავსება შეუძლია ნებისმიერ თავისუფალ აპარატში. ხმის მთვლელი აპარატი იყენებს ოპტიკური სკანირების ტექნოლოგიას, რომელიც ბიულეტენზე სპეციალური მარკერით გაკეთებულ არჩევანს აბსოლუტური სიზუსტით აღიქვამს და იმახსოვრებს. ხმის მთვლელი აპარატი ინტეგრირებულია საარჩევნო ყუთთან და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აპარატი წაიკითხავს ბიულეტენზე გაკეთებულ არჩევანს, იგი ბიულეტენს ათავსებს საარჩევნო ყუთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S